სოციალური პროექტი-წყარო
წყაროს დასუფთავება თიანეთის მუნიციპალიტეტ სოფელ საყდრიონში
პროექტი განხორციელდა სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის მასწავლებლის მზია წიწაკიშვილის მიერ
წყალი დედამიწაზე არსებული ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი
რესურსია და მის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე არ იარსებებდა. მიუხედავად მისი ასეთი აუცილებლობისა ჩვენ მაინც ვაბინძურებთ ტბებს,
ზღვებს, მდინარეებს. ასეთი უგულო დამოკიდებულებით ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას და
მათში მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს, მათ უმოწყალოთ ვანადგურებთ. ამასთანავე სასმელი
წყლის ხარისხიც უარესდება და ამით ჩვენს ჯანმრთელობასაც სერიოზულ პრობლემას ვუქმნით. თითოეული ჩვენთაგანის
ჩართვა პრობლემის მოგვარებაში ხელს შეუწყობს
არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. მდინარეების, ტბების და სხვა წყლის ობიექტების
დაბინძურების მიზეზი შეიძლება იყოს საწარმოებიდან, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემებიდან
გამოსული დაბინძურებული წყლის ჩადინება, აგრეთვე ადამიანების მიერ წყლის მიმდებარე
ტერიტორიაზე დაყრილი ნაგავი, ბასეინების დაბინძურება და სხვა.
ძალზედ
მნიშვნელოვანი იყო სოციალური პროექტის ჩატარება საყდრიონის წყაროს ტერიტორიის დასუფთავებასთან
დაკავშირებით.
პროექტის პირველ ეტაპზე დავადგინე მუშაობის პრიორიტეტები,შევადგინე
მარტივი კითხვარი, რომელიც საშუალებას მომცემდა სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა
და მშობელთა დამოკიდებულებებისა და განსახორციელებელი ამოცანების თემების წარმოჩენას.მოსწავლეები
მზად არიან განახორციელონ სოციალური აქტივობა. მათაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა წყლის
სისუფთავის დაცვაში.
კალენდრით
მითითებულ ვადებში დაალაგეს წყაროს მიმდებარე ტერიტორია. ყველა ცდილობდა და მონდომებით
ალაგებდა წყაროს მიმდებარე ტერიტორიას. ერთობლივი მუშაობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი
იყო.
დავალაგეთ წყაროს ტერიტორია, მოსწავლეები სიხარულით
ალაგებდნენ მშობლებთან ერთად და სთხოვდნენ ხშირად მიეღოთ ასეთ სასკოლო პროექტებში მონაწილეობა.
სოციალური
პროექტის მიზანი-განავითაროს მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული
უნარ- ჩვევები, გარემოზე მზრუნველი ადამიანის ჩამოყალიბებაზე, გაზარდოს მშობლის როლი
სასკოლო ცხოვრებაში. ყველაზე წარმატებული პროექტის პირველი და მეორე ეტაპებია, რადგან მათში მოსწავლეთა ჩართულობა იყო ძალიან მაღალი ისინი
იყვნენ კმაყოფილნი.
პროექტი მოიწონეს
და მსგავსი აქტივობა განახორციელეს სხვა კლასებმაც, რაც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ
რომ იგი იყო წარმატებული.
No comments:
Post a Comment