ს
სოციალური პროექტი-გამწვანება სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლაში
ბუნებაში
არსებობს მცენარეთა ბევრი სახეობები. მწვანე საფარის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე
არ იარსებებდა. მცენარეების, ხეების ნარგაობებით
ჰაერი ჟანგბადით მდიდრდება. ხეების ფესვები აჩერებს ნიადაგის ეროზიას. ჩვენ
ვანადგურებთ ტყეებს უმოწყალო გაჩეხვით: საწვავისთვის, სამშენებლო მასალისთვის... ასე
თანდათან მცირდება და ილევა ,, მწვანე ოკეანე’’ დედამიწაზე. ტყეების გაჩეხვით და მცენარეების
მოუვლელობით ზიანს ვაყენებთ ცოცხალორგანიზმებს, ცხოველებს, ფრინველებს. ჩვენი მოვალეობაა
მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ ბუნებას, ჩვენს გარშემო არსებულ ხემცენარეებსა თუ მცენარეებს,
ეს იქნება სკოლის, სახლის თუ ახლომახლო ტერიტორიები.
პროექტის პირველ ეტაპზე შევადგინე მარტივი კითხვარი,
რომელიც საშუალებას მომცემდა მოსწავლეთა და მშობელთა კარგ დამოკიდებულებას სოციალური
აქტივობის მიმართ. მოსწავლეები მზად არიან სოციალური აქტივობის განსახორციელებლად,
მათაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მცენარეების დარგვაში და სკოლის ეზოს გამწვანებაში.
კალენდრით
მითითებულ ვადებში მოვამზადე სკოლის ეზოს ტერიტორიის რამდენიმე ადგილი, ყველა ცდილობდა
შესაძლებლობის ფარგლებში მოემზადებინათ ნიადაგი და დაერგოთ მცენარეები. ერთობლივი მუშობით
შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო.
მოვამზადეთ ყვავილების დასარგავი ადგილი , მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ აქტივობაში მშობლებთან
და მასწავლებლებთან ერთად, სთხოვდნენ კიდევ მიეღოთ მონაწილეობა მსგავს სასკოლო პროექტში.
სოციალური
პროექტის მიზანი- განავითაროს მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული
უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს ბუნებისადმი მზრუნველი ადამიანის ჩამოყალიბებას. გაზარდოს
მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში.
ყველაზე წარმატებული მიმაჩნია პროექტის პირველი და მეორე
ეტაპი,რადგან მათში მოსწავლეთა ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, ისინი იყვნენ კმაყოფილი
და გახარებული.
No comments:
Post a Comment