,,მშობლების ჩართულობა ხევსურთსოფლის სკოლის ცხოვრებაში’’
ავტორი -სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელი
მზია წიწაკიშვილი
ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა განახორციელა სოციალური პროექტი "მშობელთა ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში."
პროექტის დაწყებამდე მოიწვია მშობელთა კრება, რომელმაც საშუალებას მისცა დაედგინა, როგორი იყო სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და
მშობელთა დამოკიდებულება, განესაზღვრა განსახორციელებელი
ამოცანების თანმიმდევრობა. აღმოჩნდა,რომ მოსწავლეების
და მშობლების მზაობა იყო მაღალი და იყვნენ მზად სოციალური აქტივობის განსახორციელებლად. მშობლები
მიიჩნევენ, რომ პროექტში ჩართვა დადებითად
აისახება მოსწავლეების აკადემიურ მაჩვენებლებზე და უფრო გამყარდება საქმიანი ურთიერთობა
, მეტს გაიგებენ სკოლის ცხოვრების შესახებ.
მშობლები აქტიურად დაესწრნენქართულის, მათემატიკისა და ხელოვნების გაკვეთილებს.
კალენდრით მითითებულ ვადებში და ერთობლივი მუშაობით
შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო - სწავლის აკადემიური დონე ამაღლდა.
სოციალური პროექტის მიზანი - განავითაროს მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას, ასევე ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, შესრულებულია.
პროექტის ყველა ეტაპი წარმატებული იყო, რადგან მათში მოსწავლეთა,
მშობელთა და მასწავლებლების ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, შედეგით გამოწვეული კმაყოფილება აშკარად იგრძნობოდა. პროექტი მოიწონეს,
როგორც მოსწავლეებმა, ასევე მშობლებმა, პედაგოგებმა და ადმინისტრაციამ, მოსწავლეებმა
გამოთქვეს სურვილი,რომ ასეთიპროექტები ხშირად განხორციელდეს.