Wednesday, November 27, 2019


 ,,მშობლების ჩართულობა ხევსურთსოფლის სკოლის ცხოვრებაში’’
ავტორი -სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის  საჯარო სკოლის მასწავლებელი
მზია წიწაკიშვილი


  ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა განახორციელა სოციალური პროექტი "მშობელთა ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში."
  პროექტის დაწყებამდე მოიწვია მშობელთა კრება, რომელმაც საშუალებას მისცა დაედგინა, როგორი იყო სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულება, განესაზღვრა  განსახორციელებელი ამოცანების თანმიმდევრობა. აღმოჩნდა,რომ   მოსწავლეების და მშობლების მზაობა იყო მაღალი და იყვნენ მზად     სოციალური აქტივობის განსახორციელებლად. მშობლები მიიჩნევენ, რომ პროექტში ჩართვა  დადებითად აისახება მოსწავლეების აკადემიურ მაჩვენებლებზე და უფრო გამყარდება საქმიანი ურთიერთობა , მეტს გაიგებენ სკოლის ცხოვრების შესახებ.
მშობლები აქტიურად დაესწრნენქართულის, მათემატიკისა და ხელოვნების გაკვეთილებს.

  კალენდრით მითითებულ ვადებში და ერთობლივი მუშაობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო - სწავლის აკადემიური დონე ამაღლდა.

 









სოციალური პროექტის მიზანი - განავითაროს  მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას, ასევე ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, შესრულებულია.  

პროექტის  ყველა ეტაპი წარმატებული იყო, რადგან მათში მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებლების ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, შედეგით გამოწვეული  კმაყოფილება აშკარად იგრძნობოდა. პროექტი მოიწონეს, როგორც მოსწავლეებმა, ასევე მშობლებმა, პედაგოგებმა და ადმინისტრაციამ, მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი,რომ ასეთიპროექტები ხშირად განხორციელდეს.

Wednesday, November 6, 2019

სოციალური პროექტი-წყარო

წყაროს დასუფთავება თიანეთის მუნიციპალიტეტ სოფელ საყდრიონში
პროექტი განხორციელდა სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის მასწავლებლის მზია წიწაკიშვილის მიერ

წყალი დედამიწაზე არსებული ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი რესურსია და მის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე არ იარსებებდა. მიუხედავად მისი  ასეთი აუცილებლობისა ჩვენ მაინც ვაბინძურებთ ტბებს, ზღვებს, მდინარეებს. ასეთი უგულო დამოკიდებულებით ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას და მათში მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს, მათ უმოწყალოთ ვანადგურებთ. ამასთანავე სასმელი წყლის ხარისხიც უარესდება და ამით ჩვენს ჯანმრთელობასაც  სერიოზულ პრობლემას ვუქმნით. თითოეული ჩვენთაგანის ჩართვა  პრობლემის მოგვარებაში ხელს შეუწყობს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. მდინარეების, ტბების და სხვა წყლის ობიექტების დაბინძურების მიზეზი შეიძლება იყოს საწარმოებიდან, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემებიდან გამოსული დაბინძურებული წყლის ჩადინება, აგრეთვე ადამიანების მიერ წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაყრილი ნაგავი, ბასეინების დაბინძურება და სხვა.
      ძალზედ მნიშვნელოვანი  იყო სოციალური პროექტის ჩატარება საყდრიონის წყაროს ტერიტორიის დასუფთავებასთან დაკავშირებით.
 პროექტის პირველ ეტაპზე დავადგინე მუშაობის პრიორიტეტები,შევადგინე მარტივი კითხვარი, რომელიც საშუალებას მომცემდა სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულებებისა და განსახორციელებელი ამოცანების თემების წარმოჩენას.მოსწავლეები მზად არიან განახორციელონ სოციალური აქტივობა. მათაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა წყლის სისუფთავის დაცვაში.
   კალენდრით მითითებულ ვადებში დაალაგეს წყაროს მიმდებარე ტერიტორია. ყველა ცდილობდა და მონდომებით ალაგებდა წყაროს მიმდებარე ტერიტორიას. ერთობლივი მუშაობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო.
დავალაგეთ წყაროს ტერიტორია, მოსწავლეები სიხარულით ალაგებდნენ მშობლებთან ერთად და სთხოვდნენ ხშირად მიეღოთ ასეთ სასკოლო პროექტებში მონაწილეობა.
   სოციალური პროექტის მიზანი-განავითაროს მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ- ჩვევები, გარემოზე მზრუნველი ადამიანის ჩამოყალიბებაზე, გაზარდოს მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში. ყველაზე წარმატებული პროექტის პირველი და მეორე ეტაპებია, რადგან  მათში მოსწავლეთა ჩართულობა იყო ძალიან მაღალი ისინი იყვნენ კმაყოფილნი.
  პროექტი მოიწონეს და მსგავსი აქტივობა განახორციელეს სხვა კლასებმაც, რაც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ რომ იგი იყო წარმატებული.








Tuesday, November 5, 2019


   







სოციალური პროექტი-გამწვანება სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლაში


ბუნებაში არსებობს მცენარეთა ბევრი სახეობები. მწვანე საფარის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე არ იარსებებდა. მცენარეების, ხეების ნარგაობებით  ჰაერი ჟანგბადით მდიდრდება. ხეების ფესვები აჩერებს ნიადაგის ეროზიას. ჩვენ ვანადგურებთ ტყეებს უმოწყალო გაჩეხვით: საწვავისთვის, სამშენებლო მასალისთვის... ასე თანდათან მცირდება და ილევა ,, მწვანე ოკეანე’’ დედამიწაზე. ტყეების გაჩეხვით და მცენარეების მოუვლელობით ზიანს ვაყენებთ ცოცხალორგანიზმებს, ცხოველებს, ფრინველებს. ჩვენი მოვალეობაა მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ ბუნებას, ჩვენს გარშემო არსებულ ხემცენარეებსა თუ მცენარეებს, ეს იქნება სკოლის, სახლის თუ ახლომახლო ტერიტორიები.
    პროექტის პირველ ეტაპზე შევადგინე მარტივი კითხვარი, რომელიც საშუალებას მომცემდა მოსწავლეთა და მშობელთა კარგ დამოკიდებულებას სოციალური აქტივობის მიმართ. მოსწავლეები მზად არიან სოციალური აქტივობის განსახორციელებლად, მათაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მცენარეების დარგვაში და სკოლის ეზოს გამწვანებაში.

         კალენდრით მითითებულ ვადებში მოვამზადე სკოლის ეზოს ტერიტორიის რამდენიმე ადგილი, ყველა ცდილობდა შესაძლებლობის ფარგლებში მოემზადებინათ ნიადაგი და დაერგოთ მცენარეები. ერთობლივი მუშობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო.
        მოვამზადეთ ყვავილების დასარგავი ადგილი , მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ აქტივობაში მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, სთხოვდნენ კიდევ მიეღოთ მონაწილეობა მსგავს სასკოლო პროექტში.
         სოციალური პროექტის მიზანი- განავითაროს მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს ბუნებისადმი მზრუნველი ადამიანის ჩამოყალიბებას. გაზარდოს მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში.
ყველაზე წარმატებული მიმაჩნია პროექტის პირველი და მეორე ეტაპი,რადგან მათში მოსწავლეთა ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, ისინი იყვნენ კმაყოფილი და გახარებული.

Sunday, June 29, 2014

დღე მეცხრე

ამ გაკვეთილზე გავარჩიეთ აპლიკაციებში თითოეული ნიშანი კალენდარი, თამაშები, რუკის გამოყენება, ლექსიკონის.
ჩემს მიერ შექმნილ საქაღალდეებში შევიტანე შესაბამისი ნამუშევრები.

Saturday, June 28, 2014

დღე მერვე

ამ ტრენინგზე ვისწავლე  ბლოგზე ნამუშევრების განთავსება.საქაღალდეების შექმნა. საქაღალდეებში ნამუშევრების შეტანა